Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სჭირდება საქართველოს ეკონომიკას?-პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური პროგრამა

თარიღი : 2-02-2016, 13:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩი" ეკონომიკური პროგრამის წარდგენას რეგიონებში ამჯერად არასამთავრობო სექტორთან აგრძელებს. ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში თემურ ცამციშვილი და ნიკა ობოლაძე პროგრამის მთავარ მიმართულებებს ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობენ. პოლიტიკურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს.

პროგრამაში საუბარია, რომ საქართველოს ეკონომიკას სჭირდება:

1. დაბალი გადასახადები;
2. მთავრობის შეკვეცა და უფლებამოსილებების შეზღუდვა;
3. დახმარებების ზრდა – თანადგომა გაჭირვებულ ოჯახებს;
4. საქართველოს სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე ეს არის ჩვენი პროგრამის მთავარი არსი.

"გირჩ"-ში მიაჩნიათ, რომ გადასახადების შემცირება მოქალაქეებისათვის დასახარჯად მეტ ფულს, ხოლო მთავრობისათვის გასაფლანგად ნაკლებ ფულს ნიშნავს. ამიტომ, ახალ პოლიტიკურ ცენტრში თვლიან, რომ უნდა გაუქმდეს მოგების, საშემოსავლო, ქონებისა და იმპორტის გადასახადი და დაშვებული უნდა იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.

"გირჩი"-ს ეკონომიკურ პროგრამაში ნათქვამია, რომ ბიუჯეტი შემცირდება 7,931,411,683 ლარამდე, რაც სავსებით საკმარისია მთავრობის ფუნქციონირებისთვის. პროგრამის მიხედვით, საქართველო უნდა იქცეს საუკეთესო ადგილად ბიზნესის საკეთებლად მსოფლიოში. აღნიშნულ პოლიტიკურ ძალაში აღნიშნავენ, რომ ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის შეკვეცა და უფლებამოსილებების შეზღუდვა.


ნანახია: 2273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰქონდეს დაბალი ეკონომიკური ზრდა.
„გირჩის" ოფისში გაიმართა ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გადასახედების შემცირებასა და სოციალური დახმარების სისტემის
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' ეკონომიკური პროგრამის წარდგენას მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა ქუთაისის ბიუჯეტის გაღარიბების თე3მაზე
პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით კვლავ განაგძრობს ოფისების გახსნას.

ამინდი