Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ხმაურის შეზღუდვის თხოვნით სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს

თარიღი : 2-02-2016, 11:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
15 იანვარს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიმართოს ყველა არსებული ზომას ხმაურის საკანონმდებლო დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ფორმით დასარეგულირებლად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გასათვალისწინებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს თბილისში, აგლაძის ქუჩის მაცხოვრებელთა კოლექტიურ განცხადებას, რომელსაც 343 პირი აწერს ხელს. განცხადებაში აღწერილია სამრეწველო და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა.
აღნიშნული პრობლემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის“ თაობაზე და ის შესული იყო პარლამენტის მიმდინარე სესიის დღის წესრიგში. მოგვიანებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვაზე პასუხად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტი გამოთხოვილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური უწყებების განსხვავებული პოზიციების გამო, რაც უკავშირდებოდა „ხმაურის“ დეფინიციის განსაზღვრას, განგრძობადობას, ასევე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

ჯანმრთელობის ფუძემდებელი პირობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი გარემოს არსებობა. ხმაურით დაბინძურება ხელს უშლის ასეთი გარემოს სრულყოფილად ჩამოყალიბებას. გარემოს ხმაურით დაბინძურება წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს ხმაურის რეგულირების საკითხის მჭიდრო კავშირს ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებთან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და არღვევს ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებს. აღნიშნული ვითარება დაუყოვნებლივ საჭიროებს გამოსწორებას.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს აღნიშნულ წინადადებას და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს ხმაურის რეგულირების უზრუნველსაყოფად.


ნანახია: 1964-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას
როგორც სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ერემაშვილმა ტოპნიუსს განუცხადა, ომბუდსმენი
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სახალხო დამცველი დეტალურად გაეცნო მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს.
უჩა ნანუაშვილი ქუთაისის მერიას მოუწოდებს, თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურაღება გამოიჩინოს.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, როგორც მას აცნობეს, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე 2017 წლის 24 თებერვალს
სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს, დასრულებისთანავე გაეცნობა სასამართლო ექსპერტიზის

ამინდი