Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სექსუალური ტრეფიკინფის მხვერპლი გოგონა მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს," - რჩევები მიგრანტებს

თარიღი : 2-02-2016, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეები ხშირად ტოვებენ ქვეყანას და სამსახურის ძებნას საზღვარგარეთ იწყებენ. შესაბამისად, მიგრაცია შეიძლება იყოს ლეგალური და არალეგალური, ამ უკანასკნელს ხშირად მიმართავენ, რაც დიდ საფრთხეებს უკავშირდება.

მიგრაციის საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ თემაზე საინფორაციო სააგენტო Topnews-ი აღნიშნული ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელსა და მობილურობის ცენტრის კოორდინატორს, ნუგზარ კოხრეიძეს ესაუბრა.

რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ, როდესაც ის ტოვებს ქვეყანას და მიდის საზღვარგარეთ?
"უპირველ ყოვლისა, საქართველოს მოქალაქე კარგად უნდა იაზრებდეს იმ რისკებს, რომელიც მოჰყვება საზღვარგარეთ წასვლას, განსაკუთრებით ეს ეხება არალეგალური მიგრაციის შემთხვევებს. ასევე, ის კარგად უნდა იყოს ინფორმირებული სავიზო პროცედურების თაობაზე. ხშირია შემთხვევები, როცა ტურისტული ვიზის საფუძველზე მოქალაქეები ფიქრობენ, რომ აქვთ უფლება იმუშავონ საზღვარგარეთ, რაც არასწორია. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ქვეყანაზე, სადაც მიემგზავრებიან, რა მდგომარეობაა. თუ სამუშაოდ აპირებენ წასვლას, მაშინ აუცილებლად სჭირდებათ შრომითი ვიზა და ამისთვის პიროვნებას უნდა გააჩნდეს კონკრეტული პროფესის დამადასტურებელი დიპლომი, ფლობდეს იმ ქვეყნის ენას, სადაც მიემგზავრება, გააჩნდეს კონტრაქტი და ა.შ. თუმცა თუ მოქალაქეს არ აქვს ამის შესახებს ინფორმაცია, მას შეუძლია მიმართოს ჩვენს ორგანიზაციას და მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას ყველა ამ საკითხზე.

რა საფრთხეების შემცველია არალეგალური მიგრაცია?
არალეგალურ მიგრაციას ბევრი საფრთხეები ახლავს თან: ეს არის იმედგაცრუება, სტრესი, სამსახურის მოპოვების სირთულე, არასაკმარისი ანაზღაურება,შრომითი ექსპლუატაცია, სამედიცინო დახმარებაზე ხელმიუწვდომლობა და ა.შ. აგრეთვე არალეგალს მუდმივად აქვს შიში იმის, რომ ის არ დაიჭიროს საემიგრაციო პოლიციამ და არ გახდეს დეპორტირებული, შესაბამისად ვერ გამოდის გარეთ. ამას ემატება, რომ მოწყვეტილია ოჯახს, შესაბამის გარემოს, რაც მასზე, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოგვარებულია, თუ ადამიანი ვიზის რეგულაციის მიხედვით იმყოფება საზღვარგარეთ. არალეგალი მოქალაქე შესაძლოა გახდეს ტრეფიტინგის მსხვერპლი.

როგორ შეიძლება დავადგინოთ ადამიანი არის თუ არა ტრეფიტინგის მსხვერპლი?
იმისათვის რომ განისაზღვროს არის თუ არაპიროვნება ტრეფიკინგის მსხვერპლი სამი რამ უნდა დადგინდეს: 1. მოხდა თუ არა პირის იძულება, მოტყუება, მოტაცება და ა.შ; 2. იქნა თუ არა პირი გადაყვანილი სხვა ადგილას ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ; 3. ხდება თუ არა მისი შრომითი ექსპლუატაცია, აქ იგულისხმება მდგომარეობა, როდესაც უნდა დადგინდეს იღებს თუ არა პირი იმდენ გასამრჯელოს რა სირთულის სამუშაოს ასრულებს იგი. ბუნებრივია პირი, რომელიც არალეგალია საშუალებას აძლევს ტრეფიკიორს ყავდეს ის დაშანტაჟებული.

როგორ უნდა დაიცვას მიგრანტმა თავი ტრფიკინგისგან?
იმისთვის, რომ მოქალაქე არ გახდეს ტრეფიტინგის მსხვერპლი, აუცილებელია არავის მივცეთ მისი პასპორტი, გადავაწმოთ ინფორმაცია და იცნობდეს ვიზისთვის საჭირო პროცედურებს, ამ შემთხვევაში შრომითი ვიზის მიღების თაობაზე, მოითხოვოს და გააცნოს კონტრაქტი იურისტებს.

როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის, ტრეფიტინგის მსხვერპლი ადამიანებისადმი ?
ზოგადად ტრეფიკინგი საკმაოდ რთული თემაა ჩვენს საზოგადოებაში, რადგან თავად ტრეფიკინგის მსხვერპლნი, შემდგომ რეაბილიტაციის პროცესზე ხშირად აცხადებენ უარს. ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ საზოგადოება ძალიან მწვავედ აფასებს მათ თავს გადამხდარ ამბავს. განსაკუთრებულად ეს ეხება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ასეთ შემთხევევას ჰქონდა ადგილი რამდენიმე წლის წინ, როდესაც გოგონა, რომელიც მოტყუებით აღმოჩნდა სექსუალურ ინდუსტრიაში ჩამბული საზღვარგარეთ და შემდეგ შეძლო დაეღწია თავი ამისთვის, მაგრამ იძულებული გახდა ისევ დაბრუნებოდა იმავე პროფესიას, რადგან მისმა მშობლებმა ის სახლიდან გააგდეს ამ ამბის გაგების შემდეგ. ამიტომ საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმ საკითხში, რომ მსხვერპლს უნდა აღმოუჩინოს შესაბამისი თანაგდმომა და არა პირიქით, უბიძგოს მათ ჩაკეტილობისკენ.

რას ურჩევდით იმ ადამიანებს , რომლებიც პირველად მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ და ეს საფრთხეები მათთვის ნაკლებად ცნობილია?
პირველ რიგში, ვურჩევდი არ წავიდნენ არალეგალურად საზღვარგარეთ. აუცილებელია, რომ ისინი იფნორმირებული იყვნენ ვიზების თაობაზე, იცნობდნენ იმ ქვეყნის მდგომარეობას კარგად სადაც მიდიან. ასევე, თან უნდა იქონიოს საჭირო შესაბამისი საელჩოს, საკონსულოსა და სამინისტროს საკონტაქტო ინფორმაცია, რათა გამოიყენოს გადაუვალი დახმარების საჭიროების შემთხვევაში.

ესაუბრა თამუნა სხულუხია


ნანახია: 2442-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის მიზეზით საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში აბრუნებენ. მიმდინარე კვირაში
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომლებისათვის ტრენინგები მიმდინარეობს.
„ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ 2013 წლის მარტის თვეში დაიწყო და 2015 წლის მარტში დასრულდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში მყოფი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ამერიკის მოქალაქის სიცოხლისა და უსაფრთხოების
საქართველოში ხალხთა გადაადგილებას ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი, როდესაც იმ დროინდელი ხელისუფლება აქტიურად

ამინდი