პროტესტის კვირეული ქუთაისში
თარიღი : 15-10-2013, 14:57 | კატეგორია: საზოგადოება

"არა ოკუპაციას", "არა სოჭის ოლიმპიადას" - ამ ლოზუნგით ქუთაისში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა სტატუსისა და პროფესიის ადამიანები ერთიანდებიან. საინიციატივო ჯგუფს ლიბერალური კლუბიც შეუერთდა. საინიციატივო ჯგუფი პროტესტს უცხადებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და სოჭის ოლიმპიადას.
„ჩვენ ვუერთდებით იმ საპროტესტო ტალღას, რომელიც მთელ ქვეყანაშია და საზოგადოების აქტიურ ნაწილს, ყველას, ვინც თვლის, რომ პროტესტი უნდა გამოვუცხადოთ ოკუპაციას და არ წავიდეთ სოჭის ოლმპიადაზე, მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ. ერთი კვირის განმავლობაში გავმართავთ სხავდასხვა ღონისძიებას და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას"-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა და რადიო „ძველი ქალაქის" ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა.
როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, მოეწყობა კვირეული, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ხვალ ნინოშვილის ბაღში ქუთაისში მოღვაწე მხატვრების შეხვედრაა დაგეგმილი. კვირეულის დასასრულს კი ცენტრალურ მოედანზე დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.