Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სკაიპით" შენარჩუნებული ოჯახი და დატირებული მიცვალებულები

თარიღი : 2-02-2016, 00:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი ათასობით ემიგრანტია, რომლებიც ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან.

TopNews-ი რამდენიმე ემიგრანტს გაესაუბრა, რათა უკეთ გაერკვია, თუ როგორ მდგომარეობაში ცხოვრობენ ისინი სამშობლოდან შორს, რა ენატრებათ ყველაზე მეტად და როგორია ცხოვრება ოჯახის გარეშე.

ნინო 35 წლის : „2010 წელს ჩამოვედი საბერძნეთში. ოჯახს გაუჭირდა. მართალია, მეუღლე მუშაობდა, მაგრამ ოჯახს არ ყოფნიდა. გადასახადი ბევრი იყო. არც ბინა გვქონდა და არც შვილების სარჩენი თანხა. საბერძნეთში ახლობელი დამხვდა. 1 თვე უმუშევარი ვიყავი, შემდეგ კი ბებია მიპოვნეს და იმის მერე აქ ვმუშაობ უკვე მეექვსე წელია. ცოტა რთულად მოსავლელია, სკლეროზი აქვს, თუმცა მისი ოჯახის წევრები ხელს მიწყობენ და ამ მხრივ შედარებით უკეთესი პირობები მაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახში გამიმართლა. რაც შეეხება მონატრებას, თავიდან საშინლად ცუდად ვიყავი. ოჯახი მენატრებოდა და ბიჭები, რომლებიც პატარები დავტოვე. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ იმ პერიოდში არც საბუთები მქონდა და არც ენა ვიცოდი. ამ ეტაპზე დროებითი საბუთი მაქვს და შედარებით თავისუფლად ვარ. რაც შეეხება კრიზისს, მე პირადად კრიზისი შემეხო, რადგან ხელფასი შემიმცირეს“.

შორენა 41 წლის: „2007 წელს ჩამოვედი საბერძნეთში. ოთხი დღე– ღამე მომიწია მგზავრობა, ერთადერთი რაც მაიმედებდა ის იყო, რომ აქ ახლობელი დამხვდა და სამსახურიც მან მიპოვა. თუმცა შვილებზე და ოჯახზე ფიქრი არ მასვენებდა. მთელი დღეები ჩუმად ვტიროდი 1 წლის შვილის დატოვება რომ მომიწია, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მხოლოდ მეუღლის მუშაობა არ კმაროდა. 2011 წელს საქართველოში ჩამოვედი, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ ემიგრაციაში დაბრუნება მომიწია და დღემდე აქ ვარ. დაახლოებით 3–4 წელში იმედია დავბრუნდები საქართველოში. ახლა სტუდენტი მყავს ერთი შვილი, პატრონი სჭირდება და მას ვეხმარები რითაც შემიძლია“.

ლალი 41 წლის: „6 წელია უკვე რაც თურქეთში ვცხოვრობ. ხანდახან ჩამოვდივარ ხოლმე. ღმერთის ნებით საბუთები მაქვს და პოლიციის შიში არ მაქვს. წასვლა შვილების მომავალმა მაიძულა. მინდოდა უმაღლესი განათლება მიმეცა მათთვის და წარმატებული ცხოვრება ჰქონოდათ. გარდა ამისა, მეუღლე ავადმყოფობდა და მისი მკურნალობაც საჭირო იყო. საქართველოს ხელისუფლება კაპიკით არ დამხმარებია. სენაკის მერიამ მხოლოდ 100 ლარი გამომიყო, როდესაც ოპერაცია 13 000 ლარი ჯდებოდა და მანამ მკურნალობას 5 000 დოლარზე მეტი სჭირდებოდა. იძულებული ვიყავი, ბინა ჩამედო და სესხი გამეკეთებინა. დღეს ღვთის ნებით სესხი დავფარე და შვილებიც ასე თუ ისე, გზაზე დავაყენე. ახლა ცოტა ხანიც და იმედია საქართველოში დავბრუნდები შვილებთან და უკვე შვილიშვილებთან“.

ვიდრე ქართველები საკუთარი ოჯახების გადასარჩენად და გამოსაკვებად სამშობლოდან შორს იმყოფებიან, ამავე ოჯახთან და სამშობლოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას „სკაიპისა“ თუ სოციალური ქსელის დახმარებით ახერხებენ. ემიგრანტები ოჯახების სიხარულის გაზიარების გარდა, ოჯახების ჭირსაც ისევ ვირტუალურად იზიარებენ.

მირიან გოგებაშვილი


ნანახია: 2041-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნატალია ჭიჭინაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ემიგრანტის სტატუსი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის აირჩია.
შემთხვევა, რომელმაც გურგენ თხელიძეს სამშობლოსა და ოჯახის დატოვება აიძულა, 2007 წელს მოხდა.
როგორც როლანდ ჯინჭარაძის დედამ, მზეო ჯინჭარაძემ განაცხადა, დაახლოებით ორი კვირის წინ ფილტვების დაავადებით მისი შვილი
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ამინდი