ბოდიში ნანას!-თემურ ცამციშვილის ბლოგი

"დაახლოებით ერთი თვის წინ ქუთაისში რამდენიმე ბაღის გამგე გაათავისუფლეს. მათ შორის 8 თვის ორსული ნანა კაკურია. ყველას გაუკვირდა, რომ ამ სიაში მხოლოდ ის გამგეები მოხვდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე აქცია გამართეს მერიის შენობასთან... ეს ამბავი მხოლოდ გაუკვირდათ...
ერთი შეხედვით, ამ ამბავს გაგებით მოეკიდა, წლების განმავლობაში, მსგავს შემთხვევებს ნაჩვევი საზოგადოება. ეს იყო "ჩვეულებრივი", "მორიგი როტაცია", რომელმაც მომავალი დედის საფრთხის ქვეშ დამდგარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ყურადღების მიღმა დატოვა. შედეგმაც არ დააყოვნა: ნანა კაკურია ჯანმრელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოათავსეს!
სამაგიეროდ, შესაშური ერთობა იგრძნობოდა „უდიდესი ტრაგედიის“ აღქმაში,რომელიც ოპერის გახსნას ახლდა თან. ვისაც შუბა ჰქონდა და არ ჰქონდა მოსაწვევი, კრიტიკით ლამის ფალიაშვილსაც გადასწვდა. აღარაფერს ვამბობ მკვდარი ცხოველებისადმი გამოთქმულ ემპათიაზე, რომელმაც აღაშფოთა საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ჰქონდა შუბაც და მოსაწვევიც და ბედნიერებისგან არც ფალიაშვილის სახელი ახსოვდა..
პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოვუხადო ნანას როგორც მოქალაქემ, რომ საკმარისად ვერ ვიყვირე, ვერ დავიცავი. ბოდიშს გიხდი ყველა იურისტის სახელით, რომ შენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, "კანონის დარღვევის გამო", საფრთხის ქვეშაა დღესაც! ბოდიშს გიხდი ყველა საზოგადო მოღვაწის, ქურქიანი თუ უქურქო, ნომენკლატურული თუ წარსულში აქტიური მოქალაქის სახელით რომლებმაც, ვერ შევძელით შენი შვილის დაცვა!
იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში ხვალ იქნება ისეთი უმრავლესობაც და უმცირესობაც, სადაც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უფრო დიდ ტრაგედიად აღიქმება ვიდრე წითელ ხალიჩაზე მოხვედრილთა საზოგადოების ჩაცმულობა!"