რას სთავაზობს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირებს?
თარიღი : 1-02-2016, 19:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. მსგავსი ქმედება განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალთა მიმართ. ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალურ სურათს, რადგან ჩვენს გარშემო უამრავი შემთხვევა ხდება, რომლის შესახებაც არავის განუცხადებია. საზოგადოება კვლავ სტერეოტიპულ გარემოში ცხოვრობს, სადაც უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებულია. კვლავ დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ოჯახში გაუმართლებელია გარეშე პირთა ჩარევა, რადგან აღნიშნული საკითხი მხოლოდ იქ უნდა განიხილებოდეს.
საქართველოში როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იბრძვიან ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. საკითხი აქტუალურია ცალკეულ რეგიონებშიც. არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაც.
მსგავსი თავშესაფარი არსებობს ქუთაისშიც, თუმცა საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული. კერძოდ, არ იციან რა მიზნით არის შექმნილი, ვის შეუძლია იქ მოხვედრა და რა სახის დახმარებას მიიღებენ.
დაწესებულება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით არის შექმნილი. მისით სარგებლობა შეუძლია პირს, რომელსაც მიენიჭება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. დაწესებულებაში დაზარალებულის განთავსება საკუთარი სურვილითა და კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ხდება. ბენეფიციარს თავშესაფარში ცხოვრება სამი თვის ვადით შეუძლია. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უნდა შეფასდეს ბენფიციარის მდგომარეობა, რის შემდეგაც შესაძლებელია ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივონ. გარდა ამისა, ბენეფიციარს თავშესაფრის განსაზღვრულ ვადაზე ადრე დატოვებაც შეუძლია. თუმცა ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ცენტრში მიღება ყველასთვის არ არის შესაძლებელი და არსებობს შეზღუდვები იმ შემთხვევაში:
• თუ დადასტურდა, რომ არ არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული;
• უშუალოდ მისგან არსებობს პოტენციური რისკი სხვა ბენეფიციარებისათვის;
• ჰყავს სრულწლოვანი შვილ(ებ)ი, რომელიც არ არის ძალადობის მსხვერპლი და უარს აცხადებს მის გარეშე თავშესაფარში ცხოვრებაზე;
• ჰყავს შინაური ცხოველ(ებ)ი/ფრინველი (კატა, ძაღლი და სხვ.) და ითხოვს მასთან ერთად თავშესაფარში განთავსებას;
• საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
საცხოვრებელში შექმნილია ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობები. ბენეფიციარს საშუალება აქვს შეინარჩუნოს ურთიერთობა ოჯახთან, ნათესავებთან და ახლობლებთან. იქ მყოფ ადამიანს ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში.უზრუნველყოფენ საკვებითა და ტანსაცმლით, მედიკამენტებითა და მკურნალობით.
დახმარების ცენტრს ჰყავს მომსახურე პერსონალი მათ შორის მედდა, რომელიც ზრუნავს სანიტარულ მდგომარეობაზე და დარაჯი, რომელიც ბენეფიციართა უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში იცავს.
ნათია სვანიძე