როგორ უნდა მოვიქცეთ გრიპის ვირუსის აღმოჩენისას?ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია მოსახლეობას

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის ვირუსის მართვის სპეციალური რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს, პირველი სიპმტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, არ დაუშვან გრიპის სიმპტომების მქონე პირები, როგორც სასწავლო, ისე სამუშაო გარემოში და მკაცრად დაიცვან ხელების ჰიგიენის წესები.
პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ყველა რაიონში ამ დრომდე მოქმედებს საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრები, სადაც სამედიცინო მომსახურება ერთი კვირის განმავლობაში 5070 პაციენტს გაეწია.
დღეიდან, სასწავლო პროცესი აღდგა ყველა იმ სკოლაში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით შეჩერებული იყო. თუმცა რეკომენდაცია ძალაში რჩება და იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს გადააჭარბებს, სასწავლო პროცესი სამი დღით უნდა შეწყდეს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.
ცნობისთვის, გრიპის ვირუსის გამო, ჯერ ისევ რთული რჩება ვითარება რამდენიმე ქვეყანაში.