Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონში მომხმარებელთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თარიღი : 1-02-2016, 14:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 1-5 თებერვალს სს "ენერგო-პრო ჯორჯია"0ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

ქუთაისი. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 1“ 1-5 თებერვალს პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:

1 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფ. „აბრეშუმკომბინატი“, 3 აბონენტი.
1 თებერვალს 14:00-17:00 სთ. - ფ. „N258“, დაახლოებით 1100 აბონენტი, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის (ნაწ), რაზმაძის ქ.
2 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N510“, 2 აბონენტი.
2 თებერვალს 14:00-17:00 სთ. - ფ. „N2ა“, დაახლოებით 2700 აბონენტი ასათიანის, სოხუმის, ნინოშვილის ბოლო, ჭავჭავაძის გამზ. ნაწ.
3 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N75“, დაახლოებით 1000 აბონენტი რაზმაძის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, გორის, ნიკო მარის, მოსკოვის, კუპრაძის ქუჩის ნაწ.
3 თებერვალს 14:00-17:00 სთ. – ფიდერი „N56“.
4 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფ. „მინისტარა“, 1 აბონენტი.
4 თებერვალს 14:00-17:00 სთ. - ფ. „N14“, დაახლოებით 920 აბონენტი, წერეთელის, ფოთის, ბაქოს, აღმაშენებლის გამზ. დასაწყისი. უზნაძის, ლომონოსოვის ქ.
5 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფ. „ბარიტი“, 3 აბონენტი.
5 თებერვალს 14:00-17:00 სთ. - ფ. „საკონსერვო“, 53 აბონენტი.

ტყიბული. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში „ტყიბული 3“ 01-05 თებერვალს 3-3 საათით გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერები:
1 თებერვალს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ნიკნეულა", 14:00-17:00 სთ. - ფიდერი "ცგპ-2“.
2 თებერვალს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "დოკი", 14:00-17:00 სთ. - ფიდერი "ჩირაღდანი“.
3 თებერვალს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "N17", 14:00-17:00 სთ. - ფიდერი "ქალაქი“.
4 თებერვალს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "თაბუკაშვილი".
5 თებერვალს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "შაორი-2".

სამტრედია. 1-2 თებერვალს მ/ძ ქვესადგურ „დაფნარში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 1 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე დროებით გაითიშება ფიდერი „გომნატეხები“, რის გამოც ელენერგია შეუწყდება სოფლებს დაფნარს, დაბლაგომს, გომი, მთისძირს და კორმაღალს. ხოლო 2 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე გამოირთვება ფ. „ოფეთი“ (სოფლები გამოჩინებული, წიაღუბანი, ნიგორზღვა, ოფეთი, კეთილაური, ცივწყალა) და 14:00-17:00 საათამდე - ფიდერი „საჯავახო“ (სოფლები საჯავახო, ვაზისუბანი, ქოროსუბანი, ნოღა, ზემო ნოღა, ტოლები, ზემო ტოლები, ჭოგნარი, ბერძნისწყარო, გორმაღალი, ბუღნარა).

თერჯოლა. 3 და 4 თებერვალს პროფილქტიკური სამუშაოებია დაგეგმილი თერჯოლის მომსახურების ცენტრში არსებულ მ/ძ ქვესადგურში „თერჯოლა 35“, სადაც 3 თებერვალს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი „თერჯოლა-2“, რის გამოჩ ელენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 330 აბონენტს ქ. თერჯოლაში, ხოლო 4 თებერვალს 11:00-14:00 სთ გამოირთვება ფ. „ღვანკითი“ და ძაბვა შეუწყდებათ სოფლებს ღვანკითსა და ზოვრეთს.

ზესტაფონი.
4 თებერვალს ქვესადგურიდან „ზესტაფონი 1“ გეგმიური სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი „ქალაქი 2“, რომელიც ქ. ზესტაფონში ხანძთელის, სააკაძის, კოსტავას, 9 აპრილის, ლაღიძის, ნინოშვილის, ქეთევან წამებულის, 300 არაგველის, უზნაძის, მერკვილაძის, დემეტრეს ქუჩებს ამარაგებს ელენერგიით.

ვანი. მ/ძ ქვესადგურში „ვანი 35“ დაგეგმილი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 4 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე დროებით გაითიშება ფიდერი „სოფლტექნიკა“ და 14:00-17:00 საათამდე - ფიდერი „მეფრინველეობა“, რის გამოც ძაბვა შეუწყდებათ 650-მდე აბონენტს ქ. ვანში და სოფლებში სალხინო, შუამთა და ციხესულორი. ხოლო 5 თებერვალს 11:00-14:00 სთ გამოირთვება ფიდერი „რაიცენტრი 2“ – 880-მდე აბონენტი ქ. ვანში და სოფ. ციხესულორში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება და თარიღი დამატებით ეცნობება მომხმარებლებს.


ნანახია: 2206-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ენერგო პრო ჯორჯია" აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ინფორმაციას 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
3 და 4 თებერვალს, იმერეთის რეგიონში "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეზღუდვები ექნებათ. კომპანია
დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოები ელექტროენერგიის მიწოდებას შეაფერხებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია'ავრცელებს.

ამინდი