ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
თარიღი : 31-01-2016, 18:47 | კატეგორია: ახალი ამბები

ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა. 2015-16 წლების გრიპის სეზონზე, სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია ე.წ. ღორის გრიპის 186 შემთხვევა, აქედან 7 ლეტალურად დასრულდა.