'ლავას ოღლის' სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისში გაიმართება

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, მეტსახელად "ლავას ოღლის" სასამართლო პროცესი დღეს, 15:30 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე გობაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რადგან პროკურატურის არც ერთი ბრალდება არ მტკიცდება
"წარგვიდგინეს ბრალი და საბოლოოდ პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ყველა ბრალდებას გავეცანით და გარდა დისკზე ჩანაწერებისა, ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ არის, რომლის საფუძველზეც, აღნიშნული ბრალი ჩვენ შეიძლება დაგვიმტკიცდეს. ამიტომ პროკურატურას ძალიან უხერხულ სიტუაციაში მოუწევს თავის ჩაგდება. არ ვიცით ამას რატომ აკეთებენ. ძალიან უსუსურია მათი ბრალდებები და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ სიმართლისთვის", - განაცხადა ალექსანდრე გობაიძემ.
მინდია გორაძე სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 იანვარს დააკავეს. გამოძიების მიხედვით, მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავას ოღლი" 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარეს რა "კანონიერ ქურდად", დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს.