Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„გირჩი" რეგიონებში ეკონომიკური პროგრამის წარდგენას აგრძელებს

თარიღი : 31-01-2016, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში თემურ ცამციშვილმა და ნიკა ობოლაძემ პროგრამის მთავარი მიმართულები მედიის წარმომადგენლებს გააცნეს.

როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰქონდეს დაბალი ეკონომიკური ზრდა.

პროგრამაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკას დაბალი გადასახადები, მთავრობის შეკვეცა და უფლებამოსილებების შეზღუდვა სჭირდება.

"გირჩში" მიაჩნიათ, რომ უნდა გაუქმდეს საშემოსავლო, ქონების, იმპორტის გადასახადები, ასევე დაშვებული უნდა იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.

ეკონომიკურ პროგრამაში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის შემცირდება 7 მილიარდ ლარამდე, სავსებით საკმარისია მთავრობის ფუნქციონირებისთვის. პროგრამის მიხედვით, საქართველო უნდა იქცეს საუკეთესო ადგილად ბიზნესის საკეთებლად მსოფლიოში.

"გირჩის" ქუთაისის ოფისი გეგმავს, რომ პროგრამა წარუდგინოს ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს და მოსახლეობას.


ნანახია: 1779-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩი" ეკონომიკური პროგრამის წარდგენას რეგიონებში ამჯერად არასამთავრობო სექტორთან აგრძელებს.
„გირჩის" ოფისში გაიმართა ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გადასახედების შემცირებასა და სოციალური დახმარების სისტემის
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' ეკონომიკური პროგრამის წარდგენას მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს.
როგორც გირჩში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგს ისინი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებენ.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა ქუთაისის ბიუჯეტის გაღარიბების თე3მაზე
ისინი თვლიან, რომ ის მიღწევები, რომლებზეც საუბარია წერილში, რეალობას აცდენილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

ამინდი