Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის პოლიციაში მყოფი კანონიერი ქურდი დუმილის უფლებას იყენებს

თარიღი : 31-01-2016, 11:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“, რომელიც სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 იანვარსიმერეთის დააკავეს, ამჟამად იმერეთის სამხარეო სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე - გურამ ა., მეტსახელად „ლავას ოღლი“) 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა „კანონიერ ქურდად“, დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.

"კანონიერი ქურდის" უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმულის უფლებას იყენებს. ადვოკატის ინფორმაციით, მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.


ნანახია: 2138-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ლავას ოღლი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, მეტსახელად ლავას ოღლის სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 'ქურდული სამყაროს' წევრობისა და 'კანონიერი ქურდობისთვის' სასჯელი გამკაცრდა, ხოლო 'ქურდული სამყაროს'
ფოცხვერია მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდა

ამინდი