ქუთაისის მერიის აპარატის უფროსის თანამდებობა ტატო ლილუაშვილმა ჩაიბარა
თარიღი : 15-10-2013, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობას ტატო ლილუაშვილი ასრულებს. სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ წოწონავამ თანამდებობა გუშინ, საკუთარი სურვილით დატოვა. აღნიშნულის მიზეზად წოწონავამ თბილისში, სხვა უფრო მაღალ თანამდებობაზე გადასვლა დაასახელა, თუმცა სად გადადის და რა პოზიციაზე, არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში კონკურსია გამოცხადებული, რომლის შედეგად მერიის სამსახურების უფროსებისა და მათი მოადგილეების გარდა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე უნდა შეირჩეს. კონკურსის შედეგები არსებული ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.