Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანდაცვის სამინისტრო გრიპიან პაციენტებს მოუწოდებს, 112-ში მხოლოდ გართულების შემთხვევაში დარეკონ

თარიღი : 30-01-2016, 15:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს მოუწოდებს, შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს მიმართონ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ოჯახის ექიმები მოემსახურებიან პაციენტებს, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე ბინაზე.

"ყველა ამბულატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში, მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე.

როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწრაფო სამედიცინო პერსონალი, ასევე დამატებით 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები.

24 საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები ღამის საათებში ემსახურება მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 2120-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რესპუბლიკურ საავადმყოფოში საოჯახო მედიცინის მესამე ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 24 საათის განმავლობაში
გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალი წლის იანვრიდან ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების გააქტიურებას ელოდება. თუმცა მანამდე
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე

ამინდი