Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მინისტრი ქუთაისში სტუდენტებსა და სასულიერო პირებს შეხვდა

თარიღი : 29-01-2016, 17:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ქუთაისში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი წყალტუბოში გამართულ სემინარში მონაწილეობის გარდა, სტუდენტებსა და სასულიერო პირებს შეხვდა.

„ გვაქვს გეგმა, რომ ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გავუშვათ ბრიუსელში, რათა უფრო ცოცხლად გაეცნოს იმ რეალობებს რასაც წარმოადგენს ევროპა. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქტივობები. დღეს მქონდა სტუდენტებთან შეხვედრა, შევხვდი ქუთაისის ეპარქიის 60-მდე სასულიერო პირს, ჩვენ იქ ვართ სადაც კითხვებია, რომ ჩვენ გავცეთ პასუხი, თორემ იმ სივრცეებს მერე სხვა ავსებს არასწორად. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პროიორიტეტია.

რაც შეეხება ამ ღონისძებას, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სარგებელი რომელიც მოაქვს ჩვენს ევროპულ და ევროატალანტიკურ გზას, რეფორმებს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, მივიტანოთ თვითოეული მოქალაქმედე. ამ გზაზე ჩვენი გამხმოვანებლები ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან. სწორედ ამას ემსახურებოდა პირველი სემინარი, რომელიც კახეთში გაიმართა და მეორე - რომელიც წყალტუბოში დასრულდა დღეს.

წყალტუბო ძალიან დიდი პოტენციალის მქონე კურორტია, აქ ახალი ძალიან ფართომასშტაბიანი პროექტები ხორციელდება, რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. ვიცით რომ იგეგმება კიდევ ბევრი პროექტი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის მთელი კონცენტრაცია წყალტუბოზეა მომართული, და მოხარული ვიქნებით ჩვენი სამინისტროც შემოუერთდეს ამ აქტივობას და კიდე არაერთ ღონისძებაზე ჩამოვალთ წყალტუბოში,“- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.


ნანახია: 2046-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში
საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგა სათავეში. კაბინეტის ერთადერთი ახალი წევრი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე
საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე
სემინარს გაუძღვებიან ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე წამყვანი მოწვეული ექსპერტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების

ამინდი