Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა

თარიღი : 29-01-2016, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ორგანიზებით ორდღიანი სემინარი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, პაპუნა შენგელაიამ გახსნა, ხოლო ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს რწმუნებული-გუბერნატორის აპარატებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, გუბერნატორის, მერისა და გამგებლის მოადგილეების დონეზე. ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დასავლეთის რეგიონალური ცენტრების ხელმძღვანელებმა.

ორდღიანი სემინარის ფარგლებში, განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და არსებული თანამშრომლობის მექანიზმები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი, რეფორმები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სფეროში, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირში, რეალობა და მითები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.

სემინარის დახურვაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სერტიფიკატები გადასცა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.


ნანახია: 2051-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სემინარს გაუძღვებიან ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე წამყვანი მოწვეული ექსპერტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების
ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში
საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე
ქუთაისში გამართული შეხვედრების გარდა, მინისტრი წყალტუბოში მიმდინარე სემინარშიც მონაწილეობდა.
შეხვედრა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება.

ამინდი