ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ვიცე-მერს ამხელს
თარიღი : 16-08-2013, 19:14 | კატეგორია: სხვადასხვა

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი თეკო ჭეიშვილი, რომელმაც სამსახური ქალაქის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად დაკარგა, ქალაქის მერის ერთ-ერთ მოადგილეს თენგიზ თოფურიძეს ღიად უპირისპირდება.
ჭეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თოფურიძემ მერიაში ფარული საიტის შექმნა დაგეგმა, სადაც ბლოგერობისთვის ხალხს სამუშაოდ იწვევდა, ხოლო სასურველ კანდიდატებს ქალაქის მერს დიმიტრი კოპალიანს საღამოს საათებში ახვედრებდა , რათა ეს ყველაფერი ვინმესთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო.
„სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“დარეგისტრირებული ქუთაისის მერის მოადგილე თოფურიძე ეტყობა მიიჩნევს, რომ მისი ამ და არა მხოლოდ ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირება და ხალხთან ამ ფორმით ურთიერთობა მოწმობს, რომ მას თანამდებობა "თავში არ ავარდნია". მეტიც, თოფურიძე თავს "ხალხის მსახურად" მიიჩნევს. სოციალურ ქსელში დარეგისტრირება მას სხვა და სხვა ასაკისა და თაობის ადამიანებთან ურთიერთობებისა და ასევე ჩინოვნიკების კონტროლის საშუალებას აძლევს. პოლემიკაში შედის მისთვის უცნობ თუ ნაცნობ ადამიანებთან,“ - წერს მერიის ყოფილი პიარი.
თეკო ჭეიშვილი მერის მოადგილის მისამართით იმასაც ამბობს, რომ თენგო თოფურიძეს ყოველთვის არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებდა.
„თოფურიძეს ეჭვი გაუჩნდა, რომ მე ფარულად ავედევნე ,,მის ნაკვალევს“. (ვაი რა საცოდავი ყოფილხართ, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი გჭამდათ).თოფურიძეს მინდა ვუთხრა, რომ რადმინდა დამალვა,როცა სათქმელს ყოველთვის ჩემი ოფიციალური საიტის მეშვეობით ვამბობ. მე ყოველთვის ჩემი სახელით ვრეგისტრირდები და არ ვიმალები თქვენგან განსხვავებით ბატონო თოფურიძე,“ - წერს ჭეიშვილი.