ქუთაისის რამდენიმე უბანს წყალი არ მიეწოდება
თარიღი : 29-01-2016, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ქალაქის წყალმომარაგების კუთხით შეფერხებაა, რის გამოც რამდენიმე უბანს სასმელი წყალი არ მიეწოდება. პრობლემას მიმდინარე სამუშაოებით ხსნიან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში, სადაც აცხადებენ, რომ უბნებს წყლის მიწოდება დღის ბოლოსთვის აღუდგებათ.