წერეთლის უნივერსიტეტში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორისაა როგორც აქტიური, ასევე სტატუსშეჩერებული სტუდენტები. სტატუსის შეჩერების ძირითადი მიზეზი ფინანსური დავალიანებაა. სასწავლებლის მიმართ ფინანსურ დავალიანებას კი სტუდენტის ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტსტუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ იკლო, აღნიშნული კი უფასო ფაკულტეტების არსებობამ განაპირობა. მეორე მხრივ, იგივეს არ ამტკიცებს საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მიერ მოპოვებული სტატისტიკა, რომლის მიხედივით, წინა წლებთან შედარებით სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა გაზრდილია. 2014 წლის 8 იანვრის მონაცემებით, სასწავლებელში სტატუსი თუ 1 714 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, 2015 წლის 8 იანვრის მონაცემებით, აღნიშნული რაოდენობა 1 528-ს, ხოლო 2016 წლის 8 იანვრის მონაცემებით 1 756-ს შეადგენს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სასწავლებელი და განათლების სამინისტრო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ფინანსური დავალიანების გადახდაში დახმარებას უწევენ.
" სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის განათლების სამინისტროს აქვს სპეციალური ფონდი. ამ ფონდმა ჩვენი უნივერსიტეტის 72 სოციალურად დაუცველი სტუდენტი სრულად დააფინანსა. ასევე, უნივერსიტეტის გასცემს შეღავათებს ასეთი კატეგორიის სტუდენტებისთვის. წელიწადში ორჯერ, ოღონდ სრულად არა, გარკვეული პროცენტული რაოდენობით," ამბობს სასწავლებლის სტუდენტთა აღრიცხვისა და მომსახურების განყოფილების უფროსი ეკატერინე უკლება.
თამუნა სხულუხია