"მთვრალი რატომ მოხვედიო",-ვანში მეზობელმა მეზობელი დანით მოკლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლო მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის საქმეს განიხილავს. შემთხვევა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდში მოხდა. მეზობელმა, დაახლოებით 70 წლის მამაკაცმა მეზობლად მცხოვრები 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დანის გამოყენებით მოკლა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მეზობელთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მივიდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა უსაყვედურა, მთვრალი რატომ მოხვედიო, რის შემდეგაც დანით კისერში დაჭრა. მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული და მსხვერპლი ორივე მარტოხელები იყვნენ. ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ილია ჯანელიძე იცავს.