Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია სასამართლომ შესაძლოა 1 000 ლარით დააჯარიმოს

თარიღი : 28-01-2016, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია სასამართლომ შესაძლოა 1 000 ლარით დააჯარიმოს. აღნიშნული თხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქალაქის მერიამ მიმართა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "არა გაზპრომს," "არა რუსი ოლიგარქის ოცნებას," - ამ წარწერების მქონე პლაკატები ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის შენობის აივანზე გამოჩნდა."ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ფორმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან, კერძოდ კი, კომპანია „გაზპრომთან“ ურთიერთობის შესაძლო გაღრმავება გააპროტესტეს.

"ჩვენ მისული ვიყავით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და ავუხსენით, რომ ოფისის აივანზე მსგავსი შინაარსის პლაკატების გამოფების უფლება არ ჰქონდათ, რადგან შენობა ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. მივეცით დრო პლაკატების ჩამოსახსნელად, მაგრამ რადგან ამის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, სასამართლოს მივმართეთ,"-აცხადებს ქალაქის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ბაქარ ჭეიშვილი.


ნანახია: 1095-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მათი თქმით, ხელისუფლებასა და გაზპრომს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყოს.
ორგანიზაცია ქალაქის მერიის მიერ გამოწერილ 1000-ლარიან ჯარიმას აპროტესტებს.
"ნაციონალების" დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა მიმართა
დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 'ნაციონალური მოძრაობის' ქუთაისის ორგანიზაციის ოფისის აივანზე ანტირუსული განწყობის გამომხატველი
თევდორაძის თქმით, ქუთისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი 1 000 ლარით დააჯარიმა.
ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციის ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტს ნაციონალური მოძრაობის ოფისში

ამინდი