8 წელი შენობის გარეშე მყოფ მუზეუმს ქუთაისის ხელისუფლებამ შენობა გადასცა

ა(ა)იპ ქ. ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ დაქვემდებარებაში არსებულ დ.მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შენობა გადაეცა. ქუთაისში, ნიუპორტის #7-ში მდებარე შენობის მუზეუმისათვის გადაცემის გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 2015 წლის დეკემბერში მიიღო.
დ.მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი 8 წლის განმავლობაში შენობის გარეშე იყო დარჩენილი, რადგან დაწესებულების კუთვნილი შენობა, რომელიც ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობდა, აღნიშნული უბნის რეაბილიტაციის დროს რეკონსტრუქციაში მოჰყვა. შენობის გარეშე დარჩენილი მუზეუმი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში არსებულ სხვადასხვა დაწესებულებას-ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, სამხატვრო სკოლას და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას აფარებდა თავს.
"ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს უნიკალური არქივი გააჩნია არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ღირებულების თვალსაზრისით. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისა და ქვეყნის ისტორიისათვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მუზეუმისათვის შენობის გადაცემა ქუთაისის ისტორიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო," -ნათქვამია კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.