ქუთაისში, ხანძრისგან დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
თარიღი : 28-01-2016, 15:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტის მიზანია ხანძრისგან დაზარალებული ოჯახის დახმარება.
ხანძარი გედენიძეების ოჯახში 30 დეკემბერს გაჩნდა და სავარაუდოდ, მისი გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენები იყო. ამჟამად, გედენიძეების ოჯახის 7 წევრი ხანძრისგან გადარჩენილ ერთ ოთახში ცხოვრობს.
,,მეგობრები გავერთიანდით, რომ ერთობლივი ძალებით დავეხმაროთ ხელოვან ძმებს. ძმები გედენიძეები წყალტუბოს თეატრის მსახიობები არიან,"-განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში საღამოს ორგანიზატორმა სოფო ბასილაშვილმა.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისელი პოეტები და ხელოვანები,ამიკო ჩოხარაძე და მეგობრები, ,,The voice"-ის მონაწილეები, ,,კომედი შოუ"-ს მსახიობები და ,,მსკ"-ის რამდენიმე ჯგუფი.
საქველმოქმედო საღამო 5 თებერვალს გაიმართება.
კონცერტი გაიმართება ორ სეანსად. 19 საათიან სეანსზე დასწრების მსურველებმა ბილეთების შესაძენად უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 598 52 30 20 / 591 51 25 62.
ბილეთის ფასია 5 და 7 ლარი.