ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი გოგა ძველაიასათვის წესის აგებაზე საპატრიარქო თანახმაა
თარიღი : 15-10-2013, 09:52 | კატეგორია: სამართალი

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახს პატრიარქმა მიცვალებულისათვის წესის აგების უფლება მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ძველაიების ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე ავრცელებს.
გოგა ძველაია ქუთაისის ციხეში 8 ოქტომბერს გარდაიცვალა და მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა. ოჯახი კი აცხადებდა, რომ პატიმარს სასიკვდილო არაფერი სჭირდა და ის ციხეში მოკლეს. ლედი ტუკვაძის თქმით, ამ დროისათვის ოჯახი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნასა და 24-საათიანი ვიდეოჩანაწერის გახსნას ელოდება. როგორც ადვოკატი ამბობს, ჩანაწერების გახსნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ გოგა ძველაიამ ქუთაისის ციხე მიმდინარე წლის აგვისტოში პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა, ხოლო ამჯერად ციხეში ქურდობის ფაქტზე მოხვდა და დაწესებულებიდან გირაოს გადახდის შემდეგ უნდა გასულიყო.
news.ge