"არა რუსი ოლიგარქის ოცნებას,"- ქუთაისელმა „ნაციონალებმა" აივნიდან პლაკატები გადმოკიდეს
თარიღი : 28-01-2016, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

" არა გაზპრომს," "არა რუსი ოლიგარქის ოცნებას," - ამ წარწერების მქონე პლაკატები ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის შენობის აივანზე გამოჩნდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ფორმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან, კერძოდ კი, კომპანია „გაზპრომთან“ ურთიერთობის შესაძლო გაღრმავება გააპროტესტეს.
მათი თქმით, ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყოს. "ნაციონალურ მოძრაობაში" იმასაც აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი მზადაა საჭირო რაოდენობით ბუნებრივი აირი მიაწოდოს საქართველოს, საქართველოს ხელისუფლება გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.