ქუთაისის უხუცესი მეეზოვე-ქალაქის სისუფთავეზე მზრუნველი 86 წლის ქალბატონი

86 წლის ქეთევან ჭელიძე ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომელია. უხუცესი მეეზოვე უკვე 25 წელია ქუთაისის სისუფთავეს მუხლჩაუხრელად ემსახურება. ჩვენი რუბრიკის- "პროფესია ახლო ხედით" სტუმარი სწორედ ეს ადამიანი გახლავთ. ყოველ დილით, 6 საათზე დაწყებული შრომა საღამოს 9 საათზე სრულდება. ჩვენი რესპოდენტი ამბობს, რომ საქმე, რომელსაც ის ემსახურება, სიამაყით ავსებს.

"რუბრიკა "პროფესია ახლო ხედი" იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ააიპ “სპეციალური სერვისები“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი პროექტია. ჩვენი მიზანია, საზოგადოება უფრო ახლოს იცნობდეს ადამიანებს, რომლებიც ქუთაისის სილამაზეს უანგაროდ და დაუღალავად ემსახურებიან," - აცხადებს "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.