(დღის ფოტო) 15 წლის ბიჭი, რომელიც 7 წელია, ექვსსულიან ოჯახს ლიმონის გაყიდვით არჩენს

ქუთაისში 15 წლის ბაჩო ქათამაძე ექვსსულიან ოჯახს ქუჩაში ლიმონის გაყიდვით არჩენს. ის უკვე 7 წელია, ლიმონს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყიდის. მოზარდის თქმით, ნავაჭრი ფულით წამლებს ყიდულობს და ბინის ქირას, 100 ლარს იხდის. ბაჩო ქათამაძის მამა უმუშევარია, დედა კი ბაზარში ვაჭრობს.
ფოტო: მამუკა კაკაურიძე
ფოტო: მამუკა კაკაურიძე