Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თარიღი : 27-01-2016, 20:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რიგით ოცდამეცხრე, ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცნობილი მთამსვლელების − ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეების − შთამომავალ ივანე ჯაფარიძესთან ერთად გახსნა.

იუსტიციის მინისტრმა ხრეითის მცხოვრებთ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ, თუკი ოჯახის სურვილი იქნება, ის მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ინიციატივით, საზოგადოებრივ ცენტრს პირველი ქართველი ალპინისტი ქალის − ალექსანდრა ჯაფარიძის − სახელი მიენიჭოს. ისევე, როგორც ნუკრიანის ბიბლიოთეკას მიენიჭა მხატვარ დავით კრაწაშვილის სახელი.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. პროექტი "ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე" ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის მოპოვებაში ინტერნეტის მეშვეობით, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში. მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გუნდურად მოიფიქრონ და განახორციელონ მათთვის თუ თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობები, გამართონ დისკუსიები და განხილვები.

პროექტი ხრეითის საზოგადოებრივი ცენტრიდან აიღებს სტარტს და საქართველოში მოქმედ ყველა საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდება.


ნანახია: 3298-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად
საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა.
საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ უსახელოს მოსახლეობის გარდა: მერევის, გუნდაეთის, მეჩხეთურის, ყირაულსას, ქბილარის,
საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ზეინდრის მოსახლეობასთან ერთად სოფლების − ამაღლების, ინაშაურის, გორასა და ზედა გორას,

ამინდი