ქუთაისის საკრებულოს წევრებისთვის გაურკვეველია, რატომ ინტერესდებიან ჟურნალისტები მათი პრემიებით

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებისათვის გაურკვეველია, რატომ ინტერესდებიან ჟურნალისტები მათი პრემიებით და დანამატებით, როცა მათივე თქმით, ეს მიზერული თანხებია.
აღნიშნული ჩივილი დეპუტატებმა ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გამოხატეს და ისიც განაცხადეს, რომ აღებული პრემიები საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხეს.
,,ვერ გავიგე რატომ ხდება ჩვენი პრემიები და დანამატები ჟურნალისტების ინტერესის საგანი, როცა ეს თანხები ძალიან მიზერულია. ეს იყო სიმბოლური თანხები, რომლითაც დეპუტატები ისევ და ისევ საზოგადოებას დავეხმარეთ და სხვადასხვა ფონდში გადავრიცხეთ. წინა ხელისუფლების პირობებში რეალურად გაიცემოდა პრემიები და დანამატები, რომლითაც მაშინ არც ერთი ჟურნალისტი დაინტერესებულა,“-აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.
საკითხს საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ნადირაძეც გამოეხმაურა. ჟურნალისტების ინტერესის შემთხვევაში, ნადირაძე მზადაა ძველი ხელისუფლების მიერ ქუთაისის საკრებულოში გაცემული პრემიები და დანმატები გაასაჯაროვოს.
,,სამწუხაროა რომ ჟურნალისტები მხოლოდ ახლა ინტერესდებიან ამ თემით. წარსულში კი არავის უკითხავს, რამდენს იღებდა საკრებულოს მაშინდელი დეპუტატი პრემიის და დანამატის სახით. ჟურნალისტების ინტერესის შემთხვევაში, მე მზად ვარ ვაჩვენო მათ დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია საკრებულოს ყოფილი დეპუტატების თანამდებობრივი სარგო დანამატებითა და პრემიებით,“-განაცხადა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულომ, 2015 წელს, პრემიებსა და დანმატებზე 58 300 ლარი გახარჯა.