Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლის შეფერხება უხარისხო კარაქის შეტანას უკავშირდება"

თარიღი : 27-01-2016, 19:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"ქუთაისის ბაგა-ბაღებში ვადაგასული პროდუქცია შეაქვთ," - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნომერ პირველი ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა ზაალ ხონელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ბაღებში უხარისხო კარაქის რეალიზება განხორციელდა, რომლის დამადასტურებელი ფოტოებიც მედიასთან საუბრისას გაავრცელა.

''ყოველდღიურად იყო ბრძოლა იმაზე, რომ უხარისხო პროდუქცია არ შემოსულიყო. მე მაქვს ეჭვი, რომ თვითონ გაერთიანება მფარველობს შემომტანებს. ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ განახლდა სწავლა ბაღებში,''- ამბობს ზაალ ხონელიძე.

ნომერ პირველი ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატიც ფლობს.

ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მაკა დოღონაძე კი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევა გამორიცხულია.

''თუ პროდუქცია დაზინებულია, ის ადგილზევე უკან ბრუნდება. არსებობს უამრავი მექანიზმი, რომელიც დავამკვიდრეთ ბაღებში. გვყავს ექთანი, რომელიც კვებას აქცევს ყურადღებას,''-ამბობს დოღონაძე.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2035-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის თქმით, უხარისხო პროდუქტებთან დაკავშირებით, ის ქალაქის ხელმძღვანელობას სისტემატიურად აფრთხილებდა,
მერი ბაღის ყოფილი გამგის ბრალდებებს პასუხობს.

ამინდი