წყალტუბოსა და სამტრედიის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო

წყალტუბოს 5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერება გრიპის ვირუსს უკავშირდება. რესუსრცენტრში განმარტავენ, რომ მშობლების უმრავლესობა ბავშვებს სკოლაში პრევენციის მიზნით აღარ უშვებდა.
"მუნიციპალიტეტის ხუთ საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არგამოცხადების მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა და მან 20 პროცენტს გადააჭარბა, ამიტომ განათლების სამინისტრომ სასწავლო პროცესისი დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გაცდენილი საათები მოსწავლეებს შაბათი დღის ხარჯზე აუნაზღაურდებათ,"-განაცხადა წყალტუბოს რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ალექსანდრე ფხაკაძემ.
სამტრედიაში სასწავლო პროცესი კი, ქვედა გომში შეწყდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, სკოლაში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი დაბალი იყო, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სწავლა დროებით შეწყვეტილიყო