ქუთაისის ბიუჯეტიდან გენდერზე 160 000 ლარზე მეტი გამოიყო
თარიღი : 27-01-2016, 15:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გენდერული საკითხების მოგვარებისათვის 160 000 ლარზე მეტი გამოიყო. ინიციატივა კულტურულ- ჰუმანიტარულ ფონდ '' სოხუმს'' ეკუთვნის.
გენდერულმა საბჭომ გენდერული პოლიტიკის გეგმა შეიმუშავა, რომელმაც განათლების, კულტურის, სპორტის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური სფერო მოიცვა. მათი თქმით, ქუთაისის ბიუჯეტში პირველად გაჩნდა სიტყვა ''გენდერი''.
''ჩვენი მთავარი მიღწევა არის ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერის მოპოვება. 2016 წლის ბიუჯეტის ანალიზი გვაჩვენებს შეიცვლება თუ არა აღნიშნული თანხის რაოდენობა, რომელიც ტრენინგების ჩატარებასა და ტელეგადაცემის მომზადებაზე დაიხარჯება. ბაგა-ბაღების გაერთიანებას კი მოუწევს გენდერული კუთხით ცვლილებები შეიტანონ თავიანთ საქმიანობაში,''- აცხადებს ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ასისტენტი ხათუნა გოგუა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბიუჯეტიდან გენდერული საკითხების მოგვარებისთვის გამოყოფილი თანხა 30 000 ლარს შეადგენდა. დაფინანსება ორი პროექტის: ოლიმპიადის ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით გენდერული კომპონენტის შეტანასა და მოზარდთა ბანაკის განხორციელებას მოხმარდა.
ნათია სვანიძე