Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გარდაცვლილი ჟურნალისტი გაიხსენეს

თარიღი : 27-01-2016, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ქუთაისის “კულტურულ, სახელოვნებო,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ინიციატივით, ქუთაისელი ჟურნალისტი ნინო ღაჭავა გაიხსენეს. ნინო ღაჭავას დედას თამარ ღაჭავას, რომელიც გაერთიანების დაქვემდებარებაში არსებულ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში მუშაობს, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მერიაში უმასპინძლა, ნინოობა მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

ნინო ღაჭავა 2010 წელს, 41 წლის ასაკში, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მან მუშაობა ადგილობრივ ტელეკომპანია "რიონში" დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო ტელეკომპანია "ივერიონის" და "იბერვიზიის" ქუთაისის ფილიალის კორესპონდენტი. წერდა რამდენიმე პერიოდულ გამოცემაში. 1999 წლის დეკემბრიდან იყო რადიო თავისუფლების ქუთაისის კორესპონდენტი და რეგულარულად მონაწილეობდა რადიო “თავისუფლების” ყოველკვირეული პროგრამის „რეგიონული მაცნის“ მომზადებაში.2007 წლიდან იმერეთის რეგიონში პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტად მუშაობდა.


ნანახია: 2058-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – მ . ბალანჩივაძის სახ.
ქალაქის მერმა გაერთიანების ფილიალების მოსწავლეებს, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული შედეგებისათვის წლის
სალუქვაძეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ა(ა)იპ 'სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების' ხელმძღვანელი ნინო უჩაძე შეხვდნენ.
მრავალშვილიანი ოჯახი ქუთაისში, გვანცელაძის ქუჩაზე, ხანძრისგან დაზიანებულ სახლში ცხოვრობს.
კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქუთაისის მერიის კულტურის

ამინდი