ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა სრულად პირველი თებერვლიდან განახლდება
თარიღი : 27-01-2016, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი სრულად მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან განახლდება. აღნიშნულის შესახებ ააიპ ,,ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება"-ში აცხადებენ. სწავლის სრულად განახლებამდე კი მორიგე ბაღების სახით, გაერთიანების 4 ფილიალი იმუშავებს.
"გაერთიანების 37-ივე ფილიალში ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი დღეს, 27 იანვარს განახლდა. იმის გამო, რომ აღსაზრდელთა დასწრებამ შეადგინა ათ პროცენტზე ნაკლები, გაერთიანების ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქში მორიგე ბაღების სახით მუშაობა განაგრძოს 4 ფილიალმა. ესენია: #17 ფილიალი ( ბუხაიძის მკ.რნ), #20 ფილიალი (ნიკეას ქუჩა), # 34 ფილიალი (ლერმონტოვის ქუჩა, ქალაქის ცენტრი), #36 ფილიალი (სულხან-საბას დასახლება). სასწავლო პროცესი სრულად, ყველა ფილიალში განახლდება პირველი თებერვლიდან," - აცხადებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.