ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
თარიღი : 27-01-2016, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც topnews.com.ge-ს ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი გათბობის სისტემის დაზიანება გახდა.
"გათბობის სისტემა დაზიანდა. ხელოსნების თქმით, პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება. ხვალ სკოლა ჩვეულად განაგრძობს მუშაობას,"- განუცხადა topnews.com.ge-ს რესურსცენტრის წარმომადგენელმა ნინო მამრიკიშვილმა.
სკოლის დირექტორის უშანგი ფხაკაძის თქმით, სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალ განახლდება.
„დღეს დილით, როცა მოვედით, გათბობის მილი გაყინული იყო. შესაბამისად, სკოლაში არსებული ოთახები ვერ გათბებოდა, აღნიშნულთან დაკავშირებით, რესურსცენტრი ჩავაყენეთ საქმის კურსში და გადავწყვიტეთ სასწავლო პროცესის გადადება, როგორც მუშები აცხადებენ, პრობლემა დღის ბოლომდე აღმოიფხვრება“, - აცხადებს უშანგი ფხაკაძე.