რეგიონული განვითარების ფონდმა ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია დააფინანსა
თარიღი : 26-01-2016, 19:59 | კატეგორია: ახალი ამბები

რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხარაგაული-ბაზალეთის გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 287 811 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ბაზალეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელ ქროლის მიმართულებით ცენტრალური გზის მოასფალტება. ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი ჭიპაშვილის განცხადებით, ბაზალეთის ცენტრალურ გზაზე ასევე გაგრძელდება გარე განათების ქსელის მოწყობა, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს.
ცნობისთვის, 2015 წელს მოასფალტდა სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი ცენტრალური გზა, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა, ხოლო "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, გზის მთელ სიგრძეზე მოეწყო გარე განათების სისტემა.