Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"წარმატება სამაგიდო თამაშს ჰგავს-ვიღაც აგებს და ხასიათი უფუჭდება, ვიღაც ისევ ძველი აზარტით აგრძელებს თამაშს"

თარიღი : 26-01-2016, 17:42 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკა ინტერიუ-ს, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. რუბრიკის მორიგი სტუმარია მამაუკა გელაშვილი, ,,ინერ ჯორჯია"-ს ფსიქოლოგი. როგორც თავად ამბობს, მუდმივად დაძაბულ რეჟიმში უწევს მუშაობა,ხოლო განტვირთვას მუსიკისა და ბუნების საშუალებით ცდილობს. უყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა და ლაშქრობა მეგობრებთან,ზოგჯერ ყოფილ სტუდენტებთან ერთადაც.

,,ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მუდმივად ხალხთან ურთიერთობა მიწევს, ამიტომ ბუნებრივად მივისწრაფვი მარტოობისკენ. სოციალური ფართით იზოლირება კი ყველაზე კარგი გამოსავალია. შესაძლებლობისთანავე ჩავდგამდი ღელის პირას პატარა სახლს, სადაც ჩემს გარემოში მივიღებდი ხოლმე სტუმრებს," -ასე იწყებს topnews.com.ge-სთან საუბარს ფსიქოლოგი.

რატომ გადაწყვიტეთ ფსიქოლოგი გამხდარიყავით?

პირველადი პროფესიით მათემატიკოსი ვარ, მაგრამ ეს არ იყო საჩემო პროფესია. ვცდილობდი თავისუფალი ვყოფილიყავი. უამრავი სამსახური მაქვს გამოცვლილი, რადგან არ ვრჩებოდი იქ, სადაც პროცესი არ მსიამოვნებდა და ყოველთვის ვეძებდი ჩემთვის საინტერესო საქმეს. თუმცა ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო, ენერგია და სიმამაცე სჭირდება. მზად უნდა იყო ცვლილებებისთვის-მიატოვო კომფორტული ადგილი და ძიება განაგრძო. ადამიანი ვერ ეგუება რიტმს. რიტმს ჰიპნოზური ძალა გააჩნია. გადუნებს, ფიქრს წყვეტ და მე ყოველთვის მეშინოდა ამის- ჩვევათა ერთობლიობად არ ვქცეულიყავი და აღმოვაჩინე, რომ ფსიქოლოგია ყველაზე სრულყოფილად პასუხობდა ჩემს მოთხოვნებს.

მეუღლე სწავლობდა ჰარვარდში. იქ გავიცანი ადამიანი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან ჩასულ სტუდენტებს კურირებდა და მან გამაცნო იქაური პროფესორები. ყველა ღონისძიებას ვესწრებოდი, ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე და ამ ყველაფერმა, დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ,,ინერ ჯორჯია“-დან ვთანამშრომლობ ვერონას ფსიქოლოგიურ ცენტრთან, საიდანაც ჩამოდიან, სემინარებს ატარებენ, გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს. ერთობლივი ნაშრომის გაკეთებაც ვგეგმავდით. სამუშაო მიწვევაც მაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ ამ წინადადების მიღებაზე.

გაქვთ თუ არა გამოცემული სამეცნიერო ნაშრომები ფსიქოლოგიის დარგში?

ეს ჩემი ცხოვრების წესში არ შედის, ამის მოტივაცია არ მაქვს.

ფსიქოლოგის პროფესია ადამიანებთან ურთიერთობას გიადვილებთ და როგორია ეს პროცესი?

ჩემი პროფესია რა თქმა უნდა, მიადვილებს ადამიანებთან ურთიერთობას. ეს სიამოვნება ცოტა ზომაზე მეტიც მაქვს, ამიტომაც მივისწრაფვი მარტოობისკენ. ადამიანის მოთხოვნილებაა სიტუაციას აკონტროლებდეს, რასაც ვერ აკონტროლებს ის მისთვის საშიში სიტუაციაა. როცა გებადება სიტუაციის კონტროლის შეგრძნება, შენ არ იძაბები, თავისუფლად გრძნობ თავს და ამ კუთხით გადასარევი საშუალებაა ფსიქოლოგია.

როგორ მოხვდით ,,ინერ ჯორჯია“-ში?

ორგანიზაციას დაფუძნებიდან მალევე დასჭირდა ფსიქოთერაპევტი და მომიწვიეს. მაშინ აწსუ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კურსს ვკითხულობდი. გამოსაცდელი ვადის შემდეგ გავაფორმეთ ჩემეთვის სასურველი კონტრაქტი და მას შემდეგ ვთანამშრომლობთ. ფსიქოთერაპიული გამოცდილება უზღვავი ლიტერატურის გაცნობით, ცდებითა და შეცდომებითაც დავაგროვე.

დაგვისახელეთ პერსონაჟი ან ნაწარმოები, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა

ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. მთავარია, წიგნი იყოს საინტერესო. საინტერესო- ეს უკვე ნიშნავს, რომ გავლენა მოახდინა შენზე იმიტომ, რომ შენს ემოციებზე მოქმედებს. მაგალითად, გამოვყობ ჯეკ ლონდონის პერსონაჟებს, ბავშვობაში წაკითხულს.

თვალსაწიერის გაფართოებისთვის,რის წაკითხვას ურჩევთ მოსახლეობას?


პირადად მე ყველა ჟანრის წიგნს ვკითხულობ, თუკი საინტერესო იქნება. მაგალითად, ჩემი აღმოჩენა იყო სტივენ კინგი. ადამიანის ფსიქიკას და ფსიქოლოგიას კარგად იცნობს, ამიტომაც მისი წერის სტილი განსაკუთრებულია.

რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

პირველ რიგში ნებისყოფა და შრომა და თუ ნიჭიც თან დაყვება, მაშინ საქმე გაადვილებულია.ეს სამაგიდო თამაშს ჰგავს-ვიღაც აგებს და ხასიათი უფუჭდება, ვიღაც აგებს და ისევ ძველი აზარტით აგრძელებს თამაშს. საკუთარი ძალებისადმი რწმენა გაძლევს საშუალებას, რომ ისევ განაგრძო, მიუხედავად წარუმატებლობისა. ნებისყოფაც და მუშაობის უნარიც საკუთრი ძალებისადმი რწმენას უკავშირდება. თუ ეს ყველაფერი გექნება,მაშინ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის დეფიციტს განიცდის ჩვენი საზოგადოება?


ყველაზე მთავარი-ჯანსაღი მსოფლმხედველობა და ნორმალური ფასეულობათა სისტემაა.

ცნობისთვის, ორგანიზაცია ,,ინერ ჯორჯია“-ში ყოველ პარასლკევს, 4 საათზე,იმართება ფსიქოლოგის საჯარო ლექციები,რომელსაც მამუკა გელაშვილი უძღვება.

ესაუბრა თიკო ძოძუაშვილი
ფოტო გადაიღო Green Channel


ნანახია: 1762-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი ხაზარაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და

ამინდი