ნუკრი კაპანაძე ქუთაისელი მსმენელისთვის იმღერებს
თარიღი : 26-01-2016, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მუსიკალური პროექტი- "რეპეტიცია'' გაიმართება. "რეპეტიცია" თეატრალიზებული მინი-კონცერტია, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძის 13 ახალი სიმღერა-ბალადა. ღონისძიებაში სიმღერების ავტორი ნინო ჩხიკვაძე და მომღერალი ნუკრი კაპანაძე მონაწილეობენ.
აღნიშნული პროექტის პრემიერა 2015 წლის 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრში შედგა. ამავე პროექტის სახელწოდებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, გამოიცა მუსიკალური ალბომი, რომელშიც შესულია ზემოთხსენებული სიმღერები. მომღერალი ნუკრი კაპანაძე მსმენელის წინაშე წარსდგება სრულიად ახალი რეპერტუარით და სრულიად ახალ ამპლუაში.
ღონისძიების მხარდამჭერი ქუთაისის მერია. "რეპეტიცია" 27 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება.