Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთი ევრო რეგიონებთან დაახლოებაზე იმუშავებს

თარიღი : 26-01-2016, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში, იმერეთის გუბერნატორის მოადგილეს იოსებ ხახალეიშვილსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიისა და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძეს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაციები გაცვალეს. ერთის მხრივ, მოხდა ინფორმაციის გაზიარება ვიცე–გუბერნატორის ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების და მეორეს მხრივ საელჩოში მიმდინარე საქმიანობების შესახებ.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა იმერეთის ევრო–რეგიონებთან და ინსტიტუტებთან დაახლოების მნიშვნელობა, განსაკუთრებით საქართველო–ევროკავშირის შორის არსებული ურთიერთობებისა და გამოწვევების ფონზე. საელჩოს ინიციატივით, დაიგეგმა შეხვედრები ბელგიის რეგიონების ფლანდრიისა და ვალონიის წარმომადგენლებთან, რომელშიც უშუალოდ საელჩოს წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული და ეს იქნება პირველი შეხვედრა ქართულ და ბელგიურ რეგიონებს შორის.

თებერვლის თვის დასაწყისში, საელჩოში დაგეგმილია ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საღამო, სადაც ვიცე–გუბერნატორთან ერთდ კუიავსკო–პომორსკის სავოივოდოს მარშალი პიოტრ ცოვბესკიც არის მიწვეული.


ნანახია: 2153-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტი
ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი რეგიონში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნობა და აღნიშნული სფეროს მესვეურებს
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი იოსებ ხახალეიშვილი ბელგიისა და იტალიის რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში, იმერეთის გუბერნიის დელეგაციამ ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორთან რობერტო მარონთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში

ამინდი