წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი პიარი კომპანიას სასამართლოში უჩივის

მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლო ქეთი კიკვიძის საჩივრის განხილვას იწყებს. კიკვიძე, რომელიც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, კომპანიას სასამართლოში უჩივის. ქეთი კიკვიძე თავის საჩივარში სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
" 12 ოქტომბერს მადლობა გადავუხადე ყველა ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას, ყველა ჟურნალისტს, ვინც წლების მანძილზე გვერდში მიდგა. მადლობა გადავუხადე, მაგრამ არ დავშვიდობებივარ, რადგან ცხოვრებაში პირველად "რკინის ქალამნების" ჩაცმა დავიწყე. 29 იანვარს, 13 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოგიწევთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უსუსური და სასაცილო არგუმენტების მოსმენა," - აცხადებს კიკვიძე.
ცნობისთვის, ქეთი კიკვიძე დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლდა.