ქუთაისის მერი საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს
თარიღი : 25-01-2016, 14:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერიაში იმყოფებოდნენ. მთავრობის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის გარდა, მოსწავლეებმა ქალაქის ხელმძღვანელებთან თავიანთ მომავალ პროფესიებსა და ახალგაზრდულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ასევე, პირველი სკოლის მოსწავლეებმა თვითმმართველობის შენობა დაათვალიერეს, შეხვდნენ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით დაიგეგმა.
მოსწავლეების სურვილის შემთხვევაში, ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მზად არიან სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეხვდნენ.