ქუთაისში მძღოლები პარკირების სისტემის ხარვეზებზე საუბრობენ

მიმდინარე წლის 25 იანვრიდან ქუთაისში ავტომობილების პარკირება ფასიანი გახდა, თუმცა მძღოლების განცხადებით, პარკირების სისტემა ქალაქში მოუწესრიგებელია, რის გამოც ისინი საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ.
ქალაქში პარკირების ადგილების მოწესრიგებასა და ზოგადად, პარკირების სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე ზრუნვა ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს „პარკინგსერვისს“ ევალება, თუმცა მძღოლები ირწმუნებიან, რომ სისტემას ხარვეზი აქვს და მოწესრიგებას საჭიროებს.
„დღეს შევამოწმე სწრაფი გადახდის აპარატები, მაგრამ ფული ვერ გადავიხადე. „პარკინგსერვის“-ში დავრეკ და იქ მითხრეს, თი ბი სი ან ქართუ ბანკით გადაიხადეთ თანხაო. მივედით TBC-ში და ოპერატორმაც ვერ გადაიხადა. დავრეკე მეორედ და ეგ ბანკის პრობლემააა-ო. ბანკი ამბობს, რომ თავად „პარკინგსერვისს“ აქვს გაუმართავი ბუღალტრული პროგრამა. ინტერნეტბანკითაც ვერ იხდი. დარეკავ კიდევ და გეტყვიან, რომ ჩახვიდე გუგუნავას 2-ში. თურმე უნდა ჩავიდეთ გუგუნავაზე, „პარკინგსერვისი“-ს ოფისში. ძალიან მოუწესრგებელია სისტემა. რას აკეთებენ, თავადაც არ იციან.ჯერ რაც იყო დახაზული, გადაშლილია. გრიშაშვილზე ისევ ხელზე იღებენ “სტაიანჩიკები“ ფულს,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ილიკო ნაცვალაძე.
შპს „პარკინგსერვისი“-ს დირექტორი ირაკლი სარიშვილი topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შპს-ს სისტემა მოწესრიგებული აქვს. სარიშვილი განმარტავს, რომ ოფისში უკვე მიიღეს ათეულობით გადახდა.
„ჩვენ უკვე მივიღეთ ათეულობით და ასეულობით გადახდა. ყველანაირად მზად ვართ. მიმდინარე კვირის ბოლომდე ეტაპობრივად ყველა ბანკი ჩაერთვება. თუ მომხმარებელი ბანკში ვერ იხდის საფასურს, ეს ალბათ თვითონ ბანკის პრობლემაა. კვგირის ბოლომდე, პარასკევის ჩათვლით, ჩვენი მხრიდან არ მოხდება ადმინისტრირება, თუმცა პირველი თებერვლიდან უკვე დავიწყებთ ადმინისტრირებას,“ - ამბობს ირაკლი სარიშვილი.