Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სინოპტიკოსები დათბობას 29 იანვრიდან ელოდებიან

თარიღი : 25-01-2016, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით,25-26 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი.

28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება.


ნანახია: 2238-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი.
სინოპტიკოსების ვარაუდი უახლოესი დღეებისთვის.
ამინდის პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.

ამინდი