Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო განწყობა ქუთაისში

თარიღი : 25-01-2016, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო საგენტო topnews -ი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.

"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამსონ გუგავას თქმით, არჩევნებისათვის მზადება არასაარჩევნო პერიოდშიც მიმდინარეობს. როგორც გუგავა ამბობს, პარტია ადგილობრივი შტაბების გაძლიერებას ვერ ახერხებს, რის მიზეზადაც იმას ასახელებს, რომ საბიუჯეტო რესურსებით მხოლოდ ხელისუფლება სარგებლობს. მიუხედავად ამისა, "ლეიბორისტულ პარტია"-ს ქუთაისელი ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვს.

,,ესენი არიან მილიონერ მაჟორიტართა კორპუსი, ფულის ტომრები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ თავისუფალ არჩევნებზე. თუ ჩვენ დავამარცხებთ ამ ყველაფერს, გავიმარჯვებთ კიდეც,''- აცხადებს სამსონ გუგავა.

არჩევნებისათვის მზადება დაიწყო "თავისუფალმა საქართველომ". პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აცხადებს, რომ პარტია არასაარჩევნო პერიოდშიც აქტიურად მოღვაწეობს, შესაბამისად ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედიც აქვს მიუხედავად იმისა, რომ სათანადაო ფულადი რესურსების არ ქონის გამო, ადგილობრივი შტაბების გაძლიერებას ვერ ახერხებენ.

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჭიღვარიას თქმით, კოალიციას ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს, თუმცა კონფერენციის დასრულებამდე მომავალ გეგმებზე საუბრისაგან ჭიღვარია თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიღვარია ამ დროისათვის კოალიციის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. ახალი თავმჯდომარე სწორედ იმ კონფერენციამ უნდა აირჩიოს, რომელზეც ძველი თავმჯდომარე გაწეული საქმიანობის შესახევ ანგარიშს წარმოადგენს.

"ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლის დავით წიტაიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა პარტიის შიგნით მიმდინარეობს, ხოლო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქმედით ნაბიჯებზე გადასვლას გეგმავენ. მოძრაობის წარმომადგენლებს არა მარტო ქუთაისელი, არამედ მთელი საქართველოს ამომრჩეველთა მხარდაჭერის იმედი აქვთ.

''ჩვენი თვითმიზანი არის "ქართული ოცნების" რეჟიმის დამხობა. თუ არჩევნები ჩატარდება კანონის დაცვით და არა ბიძინა ივანიშვილის კარნახით, წარმატების იმედი გვაქვს,''- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თევდორაძე. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მთავარი დაპირება, რაც საარჩევნო კოდექსის ცვლილებას გულიხმობდა, არ განხორციელდა, გია თევდორაძე აცხადებს, რომ პარტია საბრძოლო განწყობაზეა. თევდორაძის თქმით, "ნაციონალებს" ღირსეული კანდიდატები ჰყავთ.

ადგილობრივი შტაბების გასახსნელად, ცეესკოს მიერ დაწესებული საზღვრების გამოქვეყნებას ელოდება "ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩი". ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის განცხადებით, პარტიას ადგილობრივი მასშტაბით მაჟორიტარობის სამი კანდიდატი ჰყავს. ცამციშვილის თქმით, "გირჩი"-ს ეკონომიკური და საარჩევნო პროგრამა მოსახლეობისათვის მისაღები იქნება, შესაბამისად ორგანიზაციას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2002-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ლეიბორისტულმა პარტიამ' ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.
„ლეიბორისტული პარტია“ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისათვის მზადებაზე საუბრობს. სამსონ გუგავას თქმით,
საინფორმაციო სააგენტო Topnews-ი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა, რომლებმაც გუბერნატორის მიერ ერთი წლის
ქუთაისში პარტია 'ევროპულმა საქართველომ' ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარე წარადგინა.
როდის აპირებენ მაჟორიტარობის კანდიდატების ოფიციალურად წარდგენას პოლიტიკური პარტიები? Topnews.com.ge აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური
ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა პარტია დატოვა.

ამინდი