უახლოესი ორი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური თოვა გაგრძელდება
თარიღი : 24-01-2016, 19:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

უახლოესი ორი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური თოვა გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, ითოვებს მთაში, მაღალმთაში, დაბლობში, ბარში, ზღვაზე. მისივე ცნობით, ამჟამად ფოთში წვიმს, თუმცა იქაც მოთოვს.
"იქნება დაბალი ტემპერატურა, მთებში და მაღალმთებში – ქარბუქი. თოვლი იქნება ხვალ და ზეგ. 26 იანვარს თოვლის ინტენსივობა შემცირდება და ზოგან შეიძლება შეწყდეს კიდეც. 26-27 იანვარს ყინვებიც გაძლიერდება", - აცხადებს ჰიდრომეტეოლოროგიური სამსახურის ხელმძღვანელი.
მისივე ინფორმაციით, 27 იანვრიდან გამოიდარებს, მგრამ მცირედი ნალექი მაინც დარჩება.
ipn.ge