Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრის პირადი ავტომობილი პაციენტებს ემსახურება

თარიღი : 24-01-2016, 17:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
რესპუბლიკურ საავადმყოფოში საოჯახო მედიცინის მესამე ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებით, ცენტრს ჯანდაცვის სამინისტროსგან დამატებით, 10-ზე მეტი მანქანა გადაეცა. მათ შორისაა დავით სერგეენკოს პირადი ავტომობილიც, რომლითაც მინისტრი გადაადგილდებოდა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში იზოლირებული პალატები დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ დაათვალიერა. გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, სოფრომაძე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებია: “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” – მის: წინამძღვრიშვილის ქ.57; კლინიკა “მედსი” – მის: ქიაჩელის ქ.N18; თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო – მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N29 და კლინიკა “მედკაპიტალი” – მის: გლდანი, ვეკუას ქ.N18.


ნანახია: 1722-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მინისტრის მოადგილემ ექიმებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი სამომავლო გეგმებიც გააცნო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ოჯახის ექიმები მოემსახურებიან პაციენტებს,
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან ითანამშრომლებს, რომლებიც
ზესტაფონის მკვიდრი ვანო ფუტკარაძე თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მენინგიტის მწვავე ფორმით მესამე
გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.

ამინდი