ქუთაისის საკრებულოს წევრი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვს
თარიღი : 23-01-2016, 18:15 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული ხელმძღვანელების თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვს. ნატო ქათამაძის თქმის, სამი ბაღიდან გათავისუფლებულები მისი, გამარჟვების სამაჟორიტარო ოლქის მცხოვრებლები არიან.
"მოვითხოვე შეცვალონ ეს გადაწყვეტილება და სამსახურიდან გათავისუფლებული პირები დააბრუნონ პირვანდელ თანამდებობებზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ბაღის ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი გადაცდომა. ყველაფერი არასწორმა კომუნიკაციამ გამოიწვია და ამიტომ მიმაჩნია, რომ თავად ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე უნდა გათავისუფლდეს. სწორედ ეს წინადადება შევთავაზე ქალაქის მერს და გათავისუფლებული ბაღის გამგეები დააბრუნოს სამსახურში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისინი უკანონოდ არიან გათავისუფლებული. ერთი არის ფეხმძიმე, მეორე მცირეწლოვანი შვილის დედაა, მესამე კი მარტოხელა მშობელია. ის, რომ მარტო ოთხი ადამიანი გაიფიცა, არ ნიშნავს იმას, რომ ბაღებში ყველაფერი კარგადაა,"- ამბობს ნატო ქათამაძე.
შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღების გამგეების გათავისუფლება მათ მიერ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გამართული ერთდღიანი აქციის შემდეგ მოხდა.