„არა გაზპრომს!“ - აქცია ქუთაისში
თარიღი : 23-01-2016, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„არა გაზპრომს!“ - ამ სახელწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის წევრები რუსეთთან, კერძოდ კი, კომპანია „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაღრმავებას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყოს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი მზადაა საჭირო რაოდენობით ბუნებრივი აირი მიაწოდოს საქართველოს, საქართველოს ხელისუფლება გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.