"რა გაწუხებთ?",- ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეების გამოკითხვას იწყებს

მიმდინარე წლის 25 იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო ახალ სოციალურ კამპანიას "რა გაწუხებთ" იწყებს. კამპანიის ფარგლებში სპეციალური კითხვარის საშუალებით მოსახლეობის გამოკითხვა მოხდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების უფრო ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება.
"პროექტი "რა გაწუხებთ?" მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაციის, მათი სურვილების, მოლოდინებისა და საჭიროებების განსაზღვრისთვის შეიქმნა. 25 იანვრიდან კითხვარები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინტერნეტით, ვებგვერდზე http://1505.ge/, ასევე ჯანდაცვის რეგიონალურ ოფისებში," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.